როქველი ლეველ

როქველი ლეველ
ლეველინ როქველი თანამედროვე „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ ამერიკული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აქტიური ჟურნალისტი და შედეგიანი ორგანიზატორია. იგი, ალაბამას შტატში, ოუბურნში განლაგებული მიზეზის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე კალიფორნიაში, ბურლინგემში განლაგებული ლიბერტარიანული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის რედაქტორს, ბრწყინვალე პუბლიცისტსა და ორატორს, გამოქვეყნებული აქვს ათასობით სტატია, რომელშიც მეტად სხარტად, მახვილ-გონივრულად, ზუსტად და აქტიურად აქვს გაანალიზებული ადამიანის თავისუფლების, მისი სამეურნეო საქმიანობის ხელშეუხებლობისა და სხვებთან მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემები, თანამედროვე ეკონომიკისა და პოლიტიკაში. მისი შეხედულები, დღევანდელობის პრობლემა სახელმწიფოს როლის გადამეტება და ადამიანის თავისუფლების დაკნინებაა. ამ საკითხს ეხმიანება მისი ნაშრომი „ამერიკული კლასიკური ლიბარალიზმი“, რომელიც 1996 წელსაა დაწერილი და გარკვეულწილად, მისი პოლიტიკური შეხედულებების შემჭიდროებულ ვერსიას წარმოადგენს. ის, საკუთარი საქმიანობით, რუდუნებით და თამნიმდევრულობით, ამტკიცებს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოსაგან დაუხმარებლად, კერძო სემოწირულობებისა და საკუთარი სამეცნიერო პროდუქციის - წიგნების, ბროშურების, სამეცნიერო ჟურნალების რეალიზებითა და ფასიანი ლექცია-სემინარების მოწყობით მიღებული შემოსავლებით, მოქმედებდეს კვლევითი დაწესებულება - მიზეზის ინსტიტუტი. ამასთან, წარმოადგენდეს თანამედროვე „ავსტრიელი“ და „ლიბერტარიანული“ თეორიების კვლევის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ცენტრს, სადაც ყოველწლიურად, ციდნის გაღრმავებისა და დაუვიწყარი გამოცდილების მირების საშუალება აქვს ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოდან.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное


Смотреть что такое "როქველი ლეველ" в других словарях:

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • Habeas Corpus — • წარმოადგენს პროცედურას, რომლითაც დაკავებულს შეუძლია დააყენოს სასწრაფო შუამდგომლობა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, იმის საფუძველზე, რომ მისი დაკავება უკანონოა. ამ შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო არ მოქმედებს როგორც სააპელაციო… …   Georgian encyclopedia

  • აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლება — შეიძლება ცალკე პრინციპის სფეროდ განვიხილოთ, რამდენადაც იგი ინდივიდის ქცევის ნაწილია, რომელიც სხვა ადამიანებს შეეხება. წარმოადგენს რა ისეთივე ღირებულებას, როგორიცაა თვით აზროვნების თავისუფლება და უმეტესწილად, ეფუძნება რა იმევა პირველსაწყისს,… …   Georgian encyclopedia

  • ბასტია კლოდ ფრედერიკ (1801-1850) — ფრანგი ეკონომისტი, ჟურნალისტი და კანონმდებელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფრედერიკ ბასტია მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ხელისუფლების შეზღუდვას. მისი შრომები „ეკონომიკური სოფიზმები“, „ეკონომიკური ჰარმონიები“, „კაპიტალი… …   Georgian encyclopedia

  • ექტონი ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ (1834-1902) — ლორდი ექტონი სრულიად გამორჩეული ფიგურაა ვიქტორიანული ეპოქის ინგლისისათვის. ის იყო კათოლიკე, რაც იშვიათობა იყო ინგლისის მაღალ საზოგადოებაში და არ იზიარებდა შეხედულებებს, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ნაციონალიზმს და დემოკრატიას უკავშირებდნენ. ის… …   Georgian encyclopedia

  • მილი ჯონ სტიუარტ (1806-1875) — ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865 1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის… …   Georgian encyclopedia

  • მიზესი ფონ ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ (1881-1973) — კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ ბავერკის მიმდევარი, „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის… …   Georgian encyclopedia

  • რიოპკე ვილჰელმ (1899-1966) — თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტი, რომლის წევრობასაც ერთმანეთს ეცილებიან ე.წ. „ავსტრიული“, „ორდო ლიბერალური“ და „ნეო ლიბერალური“ ეკონომიკური სკოლები. მან სამეცნიერო კარიერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაში კოლექტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლას …   Georgian encyclopedia

  • რეიგანომიკა — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანმა 1980 1988 წლებში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური გარდაქმნები წამოიწყო, (რისი ძირითადი კომპონენტი იყო, 1981 წლის აგვისტოში კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადასახადების საერთო დონის 30%… …   Georgian encyclopedia

  • საბაზრო ეკონომიკა — ლუდვიგ ფონ მიზესის თანახმად არის წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, შრომის დანაწილების სოციალური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მასში, თითოეული მოქმედება თავისი ინტერესებისათვის, ამ მოქმედების შედეგები მიმართულია იმისაკენ, რომ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»